House for sale, კრწანისი რეზიდენცია კრწანისი, in Tbilisi, Georgia

Tbilisi
Semi-detached house • 902 m² • ref: 105004011-5674
Price on demand
საცხოვრებელი სახლი მდებარებს ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე, განსაკუთრებული კლიმატისა და მდებარეობის საცხოვრებელ თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად უბანში, რომელიც ევროპული, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსს წარმოადგენს და შეზღუდული რაოდენობისა და გამორჩეული დიზაინის ოთხსართულიან ლოფტებსა და ტაუნჰაუსებს აერთიანებს.
ეს ინოვაციური დეველოპერული პროექტი ექსკლუზიურად შერჩეულ 26,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და არსებულ სივრცესა და ლანდშაფტს მაქსიმალურად არის მოარგებული. 70 ოჯახზე გათვლილი რამდენიმე ოთხსართულიანი კორპუსი "კრწანისი რეზიდენსის" სრული ფართობის მხოლოდ 40%-ს ფარავს. დანარჩენი 60% - რეკრეაციული ზონაა. ბულვარი, პარკები, 600-მეტრიანი სარბენი ბილიკი, მრავალფუნქციური სათამაშო მოედნები საბავშვო სივრცეები და სხვა განვითარებული ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს კომფორტის შესაქმნელად ყველა პირობას უქმნის. ყველა სახლს თავისი საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს, რომელთან დაკავშირების უმარტივესი გზა იტალიური "კონეს" ლიფტებია, მათ შორის - შშმ პირებზე მორგებული.
კომპლექსში შესაძლებლობები გაცილებით მეტია: საცხოვრებელი კომპლექსის სავარჯიშო დარბაზები, მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი და გასართობი ლაუნჯი, შიდა დასუფთავების სამსახურები, ხელოსანი, მებაღე, ნაგვის გატანისა და კურიერის მომსახურება, 24-საათიანი დაცვა, ვიდეოდაკვირვების სისტემა - ეს ყველაფერი მხოლოდ სერვისია და ამ ყველაფერს მაღალკვალიფიციური მენეჯერი და ტექნიკური ჯგუფი მართავენ.
შეთავაზებული უძრავი ქონება აღნიშნულ პროექტში ორ იდენტურ გვერდიგვერდ მდგომ სახლს წარმოადგენს. თითოეულ სახლს აქვს იზოლირებული შესასვლელი, უკან ეზო სადაც შესაძლებელია აუზის მოწყობა და ბოლო სართული ტერასა. სახლის გვერდიდან პარკინგში ჩასასვლელი სადაც თავისუფლად მოთავსდება რამოდენიმე ავტომობილი, ასევე სახლის წინ არის შესაძლებელი პარკირება.
ორივე სახლი ერთმანეთის იდენტურია და იყიდება როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე. ქვემოთ მოცემული ერთი სახლის აღწერილობა:
სახლი შედგება ორი სართულისგან საერთო ფართით - 901.9 კვ.მ. საიდანაც შიდა საცხოვრებელი ფართია 463.9 კვ.მ, ავტოფარეხი 61.8 კვ.მ, საერთო სარგებლობის ფართობი - 139.6 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 236.6 კვ.მ. სახლი სრულად მოპირკეთებული და დასრულებულია გარედან, შიგნით კი თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. გეგმარების საცხოვრებელი ფართი იყოფა შემდეგნაირად:

პირველი სართული მოიცავს -199.9 კვ.მ. + ეზო /ტერასა 39 კვ.მ. გეგმარება:
ჰოლი -36.3 კვ.მ.
დიდი მისაღები - 43 კვ.მ.
სამზარეულო - 34.5 კვ.მ
სასადილო ოთახი - 22.3 კვ.მ.
დამხმარე ოთახი საკუჭნაო - 11.7 კვ.მ.
კაბინეტი - 31.7 კვ.მ.
სამრეცხაო+დამხმარე ფართი -12 კვ.მ.
სველი წერტილი 8.4 კვ.მ.

მეორე სართული მოიცავს - 215.8 კვ.მ. გეგმარება:
დერეფანი/მისაღები - 44.9 კვ.მ.
4 საძინებელი:
საძინებელი #1 - 26.8 კვ.მ.
საძინებელი #2 - 20.1 კვ.მ, საერთო სველი წერტილით 8.4 კვ.მ.
საძინებელი #3 -30.4 კვ.მ. საკუთარი სველი წერტილით 8.4 კვ.მ.
საძინებელი #4 - 54 კვ.მ. საკუთარი სველი წერტილით - 11.6 კვ.მ და საგარდერობე ოთახით - 11.20 კვ.მ.
მეორე სართულიდან ავდივართ ტერასაზე შიდა კიბით - სადაც მოწყობილია ჰოლი 24 კვ.მ. საიდანაც გავდივართ 117.6 კვ.მ. ტერასაზე

მინუს სართულზე სივრცე მარანისთვის ან საკუჭნაო ოთახისთვის, საპარკინგე სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოეყოს დიდი ოთახი საბილიარდო.

Spaces

Floors2

Surfaces

Living902 m²
Total902 m²

Tbilisi

The agent has not provided the exact address for this property. You can request it here.